ჯაზი (მითოლოგიური პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაზი − სიტყვა სპარსული წარმომავლობისაა და ეშმაკს, კუდიანს, გრძნეულს, მისანს, მკითახავს ნიშნავდა. იგი დემონთა სამყაროს მითოლოგიური პერსონაჟი, ეშმაკისეული სამყაროს არსება იყო, მაგალითად: „ვიღაცამ თქვა: შეუპყრიათ გუნეშ ჯაზთა”, „ალთუნი ვარ, ღაზი ვარ, მიხთი, შენი ჯაზი ვარ”.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:441.