ეშმაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეშმაკი - დაცემული ანგელოზი, სატანას შავი ანგელოზი. სიტყვა „ეშმაკი“ ნიშნავს „დამბეზღებელს“. წმ. მამათა განმარტებით იმდენი ეშმაკია, რამდენიც ცოდვაა, სატანაა მათი მეთაური და მბრძანებელი. იგი მხოლოდ ერთია და „გამთიშველს“, „წინააღმდგომს“ ნიშნავს.
სილხან-საბა ორბელიანის განმარტებით: ეშმაკი დასაბამად კეთილისა არსებისაგან შექმნა უფალმან, არამედ აღზვავნა და ზვაობისაგან გარდამოცვივნეს და ბნელ იქმნეს. მთავარნი და უბოროტესი ქვესკნელად შთაიყარნეს, რომელ არს ჯოჯოხეთი, ხოლო რომელიმე ჰაერთა შინა ზე-ქვეობით იყოფებიან მგზავსად გულისთქმათა ზვაობისათა მათისა, ვითარ იყვნენ.