ჯავარიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯავარიანობა – მერქნის მანკი, მერქანში ბოჭკოების უწესრიგო განლაგება. გვხვდება ყველა ჯიშის მერქანში. ასეთი მერქნისაგანაა შედგენილი კორძები. ამცირებს მერქნის სიმტკიცეს გაჭიმვაზე, ღუნ-ვასა და კუმშვაზე; ამაღლებს – ახლეჩაზე. აძნელებს ფიცრების გარანდვას, სამაგიეროდ ძვირადღირებული მასალაა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის. არსებობს ჯავარიანობის ორი სახე: ტალღოვანი – ბოჭკოების სწორი განლაგებით და ნაბურდი – ბოჭკოების უწესრიგო განლაგებით.