ხუთი ქვეყნის შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუთი ქვეყნის შეთანხმება – ვაშინგტონის კონფერენციის 1921-22 ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს 6.II.1922 აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა. ითვალისწინებდა საზღვაო შეიარაღების შეზღუდვას.

შეთანხმებით, დადგინდა ხუთი სახელმწიფოს სახაზო ფლოტის ზღვრული ტონაჟისს გარკვეული შეფარდება (5.5.3:1.75:1.75). სახაზო გემებისა და ავიამზიდების საერთო, ტონაჟი, სხვა კლასის ხომალდებისათვის, მათ შორის წყალქვეშა ნავებისათვის, შეუღაღადებია არ დადგენილა. იკრძალებოდა ახალია სამხედრო-საზღვაო ბაზების შექმნა წყნარ ოკეანეში 110-ე მერიდიანის აღმოსავლეთით, იმ კუნძულების გამოკლებით, რომლებიც აშშ-ის, კანადის. ალასკის, პანამის არხის ზონის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰავაის კუნძულების სანაპიროს მახლობლად მდებარეობდა. აშშ-სა და ინგლისს არ შეეძლოთ სამხედრო-საზღვაო ბაზების განლაგება იაპონიიდან 5 ათას კმ-ზე ნაკლები სიშორის მანძილზე, ვაშინგტონის კონფერენციის ეს გადაწყვეტილება იაპონიისათვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება აღმოჩნდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები