ხუბულური თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ ხუბულური

თენგიზ ხუბულური – დაიბადა 1955 წლის 28 მაისს გორში. — ძიუდო (95 კგ). ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1979, 81), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

განათლებაი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

  • გორის პურპროდუქტების წარმოების უფროსის მოადგილე (1986-1991)
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1991-1993)

პარლამენტის წევრი

  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, გორის №42 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ - თავმჯდომარის მოადგილე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები