ხოფის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოფის მონასტერი

ხოფის მონასტერი − ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, XIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია ქსნის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლში, სოფელ მოსაბრუნის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. ტაძარი შემოსილია მოყვითალო ოქროსფერი თლილი ქვით, კედლები ნაგებია მსხვილი რიყეს ქვით, კონსტრუქციული ელემენტები – პილასტრები, თაღები, სარკმლის ღიობები და კონქი – გათლილი ქვით. აღმოსავლეთი აფსიდი ნახევარწრიულია, კამარა – ოდნავ ისრისებრი. გარედან ძეგლი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით , განსაკუთრებით დასავლეთის (შესასვლელის) მხრიდან. შესასვლელი და მის ორივე მხარეს დატანებული თითო ნიში გაერთიანებულია სამთაღიანი კომპოზიციით, რომელსაც აგვირგვინებს მოჩუქურთმებულსაპირეებიანი სარკმელი (გამოყენებულია კაბენის ტაძრის კომპოზიცია მცირე განსხვავებით). ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით კარიბჭეები აქვს. სამხრეთ კარიბჭეზე სამრეკლოა დაშენებული (XVIII ს.). სამონასტრო ნაგებობათაგან შემონახულია გეგმით მართკუთხა, მოზრდილი, ბუხრიანი სატრაპეზო, აგრეთვე, სხვა სამონასტრო ნაგებობათა ნაშთებიც.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები