ხმალას ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმალას ხატი – სამლოცველო პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, რომელიც ხალხური გადმოცემით, იქვე ციხესთან ერთად, თამარ მეფის მიერ ყოფილა აშენებული. ხმალას ხე მდგარა მუხა თუ ალვის ხე, რომლის წვერზე ზეციდან ჩამოსული ოქროს შიბი ყოფილა მიბმული. ამის გამო ხეს ცული არ ეკარებოდა. ერთი ღულელი ბერის ჩაგონებული ხერხით ზურაბს ხე რომ მოუჭრია, ოქროს შიბს დაუწივლია და ცაში წასულა. ხმალას ხატსა და ციხეს ეძღეხება ხალხური ლექსი „შურის ციხე“. ზოგი გადმოცემით იგივე მოტივები ფშავის სალოცავებს მიეკუთვნება.


ჴმალას რომ მდგარან ციხენი, ცას მიზდენია წვერია,
ციხე ყოფილას (ცხრა-თვალი, დახედულ მშვენიერია.


გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, 1931, გვ.222-223, 572-575;
  • ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, გვ. 259;
  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1961, გვ. 364-365;
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971, გვ. 49–51.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები