ხებათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხებათი(ხეთ.-ხურ.) ცის დედოფალი, ტაროსის ღმერთის, თეშუის მეუღლე. ხურიტული წარმოშობის პანთეონის მთავარი ქალღმერთი. ხეთებში იგი მზის ქალღმერთ არინასთან არის გაიგივებული.

ხებათის სახე გაორებულია: ის ხან გრძელ კაბაში გამოწყობილი, თავსაბურველიანი ქალღმერთია, რომელიც ლომზე ან ავაზაზე დგას; ხან ტახტზეა დაბრძანებული და ხელში სარკე უჭირავს, ალბათ, ქვეყნიერების ამბების გასაგებად. თუმცა ბრძოლის ველზე, სადაც მისი ქმარი თეშუბი გამუდმებით იბრძვის, ქალღმერთი თავის მსახურს აგზავნის ბრძოლის ამბების ჩამოსატანად.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები