ხანჩალის ტბის აღკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანჩალის ტბის აღკვეთილი – აღკვეთილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის აუზში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1920-1980 მ სიმაღლეზე. ფართობია 839 ჰა. დაარსდა 2011 წელს. ტბის სანაპირო და მისი ეკოსისტემა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას, რაც საირიგაციო კაშხლის აგებითაა განპირობებული. კაშხლის აგებამდე დამახასიათებელი იხტიოფაუნა ძლიერ შემცირებულია. აქ ოდესღაც უხვად იყო: აღმოსავლური ფრინტა (Alburnoides bipunctatus eichwaldi) და კარჩხალი (Leuciscus cephalus orientalis). თევზის სახეობები, რომლებიც ქვირითის ყრის პერიოდში სამხრეთ შენაკადებისაკენ მიგრირებდნენ, საერთოდ გაქრა. 1990-იანი წლებიდან კი ადვენტური კარჩხანაა (კარასი, Carassius carassius) მომრავლებული, რომელიც აქ ფრინველების მეშვეობით მოხვდა. კარჩხანა (კარასი, Carassius carassius) დღეს ვარხვების ძირითადი საკვებია. ძლიერ შემცირებულია ფრინველთა რაოდენობაც. აქ, კაშხლის აგებამდე არსებული რიცხოვნობის 10 %-ია შემორჩენილი. ტბა ფრინველთა მიგრაციულ ტრასაზე მდებარეობს. შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება და თევზაობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები