ხალუბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხალუბი – (შუმ.) „ტირიფი“, მითოსური ხე, რომელიც ინანამ გადარგო ურუქში, თავის წმინდა ბაღში, რათა შემდეგ მისგან ტახტი და საწოლი გაეკეთებინა. ხალუბს სამი სკნელის არსებანი დაეუფლნენ, რის შედეგადაც იგი სამყაროს მოდელის განსახიერებად შეიქნა; მის ფესვებში გველმა დაიბუდა, ზროში ადამიანურმა არსებამ დაიდო ბინა, კენწეროში ანზუდმა გაიკეთა ბუდე (ცარბათუ).