ჭორომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭორომიმდინარის წყალმარჩხი ჩქერებიანი მონაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება იქ, სადაც მდინარის კალაპოტი გადაკვეთს ეროზიისადმი მდგრად, მკვრივ ქანებს. ამ მონაკვეთზე მდინარეს დიდი ვარდნა და სწრაფი დინება აქვს. ხშირად სწორედ აქ აგებენ ჰესებს (მაგ., დნეპრჰესი – დნეპრის ჭორომებზე, ბრატსკის ჰესი – ანგარის ჭორომებზე). ჭორომი ხელს უშლიან მდინარეზე ნაოსნობას და ხე-ტყის დაცურებას. თუ ჭორომი შედგება რამდენიმე თანამიმდევრულად განლაგებული ჩაძირული ავზებისაგან (რომელთა მანძილი არ აღემატება გემის სიგრძეს), ასეთ ჭორომს ერთსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება; თუკი ჩაძირულ ავზებს შორის გემს თავისუფლად შეუძლია მანევრირება და მოძრაობა ერთი ნაპირიდან მეორემდე, ასეთ ჭორომი მრავალსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება. ჭორომს მსოფლიოში მრავალი მდინარე ქმნის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები