ჭიქიანის მთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
WIQIANIS MtA.PNG

ჭიქიანის მთა, ჭიქიანი, ყოიუნდაღი, ქოიუნდაღი, კოინდაღი – ჩამქრალი ვულკანი ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილის დასავლეთ, თხემისპირა კალთაზე, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზრვის დონიდან 2415 მ სიმაღლეზე. აგებულია ნეოგენური ლიპარიტდაციტებით, რომელიც გამსჭვალულია სხვადასხვა ფერის ობსიდიანის ძარღვებით. მზიან ამინდში ობსიდიანი, რომელიც ასევე ვულკანური მინის სახელითაა ცნობილი, არეკლავს მზის სხივებს და მთა საოცარ ელვარ იერს ანიჭებს. შემორჩენილია ძველი „სახელოსნოების” კვალი, რომელსაც ობსიდიანის იარაღების დასამზადებლად იყენებდნენ. აქ დამზადებული იარაღები მიკვლეულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძველ ქართულში „ჭიქა” ნიშნავდა მინას. სწორედ აქედან წარმომდგარა მთის სახელიც, რომელიც ობსიდიანის – ვულკანური მინის სიუხვითაა გამორჩეული. ყოიუნ-დაღი, ქოიუნ-დაღი თურქულად ცხვრის მთას ნიშნავს. ძველ ქართულ წყაროებში კი იგი ჭიქიანის სახელითაა აღნიშნული.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები