წიწიბურა
წიწიბურა - (Fagópyrum) — მიეკუთვნება ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან მცენარეთა გვარს, მატიტელასებრთა ოჯახს. მისი სამშობლოა შუა და აღმოსავლეთ აზია. სურათზე მოყვანილია წიწიბურას მცენარის დაცალკევებული ორგანოები.
წიწიბურა ხასიათდება სწრაფი განვითარებით, პირველი ნამდვილი ფოთლის გამოჩენისთანავე იწყება მთავარი ღეროს დიფერენციაცია და დატოტვა. ღერო ღრუა, იტოტება. სიმაღლით 50-170 სმ. მომწიფებისას წითლდება. ფოთლები გულისებრ-სამკუთხოვანია, ყვავილედიფოთლის უბეში განვითარებული მტევანი. ყვავილები ორსქესიანი, თეთრი, ვარდისფერი. ნაყოფი სამკუთხოვანი კილიანი კაკალია.
წიწიბურა სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლი გაღივებას იწყებს ნიადაგის 7-80C ტემპერატურის პირობებში, აღმონაცენის ნორმალური ზრდა-განვითარება მიმდინარეობს 15-300C ტემპერატურის პირობებში. მისი აღმონაცენი მგრნობიარეა წაყინვების მიმართ და ჰაერის მინუს 2-30C-ზე ზიანდება, ხოლო მინუს 40>C-ზე მცენარე მთლიანად იღუპება.
წიწიბურა ყვავილობის პერიოდში მგრძნობიარეა ჰაერის მაღალი ტემპერატურის მიმართ, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მარცვლის მოსავლის ჩასახვზე. 300C ზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ყვავილების განაყოფიერება ქვეითდება.
წიწიბურა ტენის მოყვარული კულტურაა. ის ერთეული მშრალი ბიომასის შესაქმნელად ხარჯავს ორჯერ მეტ ტენს, ვიდრე ხორბალი და ქერი.
წიწიბურას სავეგეტაციო პერიოდია 75-85 დღე. მოსავლიანობა - 1ჰა/1,5-2,0ტ/ჰა.
წიწიბურა ტიპიური საგაზაფხულო კულტურაა და ითესება გაზაფხულზე, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10სმ სიღრმეზე მიაღწევს 12-140C. წიწიბურა ითესება ჩვეულებრივ მწკრივებად, ვიწრო და ფართე მწკვრივბად. თესლის მისაღებად უმჯობესია ფართე მწკვრვებად თესვა,რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თესლის მიღებას. თესვის ნორმა დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, თესვის ვადაზე, წესსა და ჯიშის ბიოლოგიაზე.
თანაბარი აღმოცენებისა და მცენარეთა სიმწიფეში ერთდროულად შესვლის მიზნით, თესლი უნდა დაითესოს თანაბარ სიღრმეზე, რომელიც დამოკიდებულია ნიადაგის შემადგელობაზე, მის ტენიანობაზე, ტემპერატურაზე და თესლის სიმსხოზე. მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე 4-5ს მ-ია, ხოლო მსუბუქ გაკულტურებულ ნიადაგებზე 5-6 სმ და შეიძლება 8-10 სმ-ც იყოს თუ ზედაპირი გამომშრალია. ნათესისთვის აუცილებელია სწორი და დროული მოვლა. სარეველების და ნიადაგის ქერქის მოსპობის მიზნით წიწიბურას აღმოცენებამდე და პირველი ნამდვილი ფოთლის ფორმირების ფაზაში ტარდება ნათესის დაფარცხვა.
მწკვრივთშორისის პირველი დამუშავება ტარდება 5-6 სმ-ის სიღრმზე აღმონაცენის გამოჩენის ან პირველი ფოთლის ფაზაში. მეორე დამუშავება ტარდება მცენარის დაკოკრების ფაზაში 6-8სმ-ის სირმეზე. მეორე კულტივაციის წინ ტარდება მცენარის გამოკვება მინერალური სასუქებით.
სარეველებთან ბრძოლის აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ძლიერ დასარევლიანებულ ნათესში გამოიყენება ჰერბიციდები. ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიცდი 2-д ამინის მარილი 1-1,2კგ /300ლ/ჰ.კ.
წიწიბურას მაღალი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრით დამტვერვას. ყოველ ჰექტარზე უცილებლად საჭროა 2-3 ფუტკრის სრულყოფილი ოჯახი, რომელიც ყვავილობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე დაიდგმება ნათესთან. სკები ერთმანეთისგან 400-500 მ-ის დაცილებით განლაგდება. წიწიბურას მცენარის მავნებლებისა და დაავადეებისაგან დასაცავად უპიველეს ყოვლისა აუცილებელია მაღალ დონეზე ჩატარდეს და დაცული იყოს საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები (თესლბრუნვა, განოყიერება, ნიადაგის დამუშავება, თესლის მომზადება დასათესად, თესვის ვადა და წესი და ნათესის მოვლა).
მოსავლის აღება ხდება მაშინ როცა მცენარეზე მარცვლის 75-80% მომწიფდება. აღება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში. მოთიბვის დროს მცენარე იჭრება მიწის ზედაპირიდან 15-20 სმ სიმაღეზე. გათიბვა და გამოლეწვა უნდა მოხდეს გაყოფით.
წყარო
წიწიბურას მოყვანის ტექნოლოგია