წითელი სამყურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი სამყურა - Trifolium pratense L.

Trifolium pratense L. – წითელი სამყურა, მდელოს სამყურა.

მეგრულად – ტოფური.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 10-30 სმ-მდე სიმაღლის შებუსვილილი ღეროთი. ფოთლები სამყურაა, კვერცხისებრი, ან ელიფსური ფოთოლაკებით. ყვავილები ღია წითელი ფერიდან მუქი წითელი ფერისაა, შეკრებილია კვერცხისებრ ან მომრგვალო-კვერცხისებრ, მრავალყვავილი ან თავაკებად. ნაყოფი კვერცხისებრი, თხელკედლებიანი პარკია. ყვ. V-IX; ნაყ. VI-X.

იზრდება დაბლობებსა და მთისწინებზე, ტენიან ადგილებში, უმთავრესად მდელოს მცენარეულობაში, ბუჩქნარებში, ნაშალებსა და ღორღნარებზე სუბალპურ სარტყლამდე.

ნორჩი ფოთლები ასპარაგინს შეიცავს.

ხალხურ მედიცინაში ყვავილების ნახარში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და ანტისეპტიკური საშუალება, სისხლნაკლულობის, ფილტვების დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეებისას; გარეგანად — დამწვრობისა და წყლულების დროს. ფიტოთერაპევტები რეკომენდაციას უწევენ და ურჩევენ ამ მცენარის ნაყენის მიღებას მათ, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, ზედმეტი წონა, სტრესული სიტუაციები, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.

in vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წითელი სამყურას ექსტრაქტი მოქმედებს როგორც ესტროგენის ანტაგონისტი, ახდენს კიბოს უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას სარძევე ჯირკვლების ჰორმონალური პოზიტიური კიბოს დროს. ასევე აჩვენა, რომ ბიოქინინი А, მცენარის იზოფლავონი ამუხრუჭებს არომატაზის აქტიურობას და ექსპრესიას, რაც განაპირობებს დამცველ ეფექტს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები