წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წეროაანთ წმინდა გიორგის საყდარი - ტაძარი მდებარეობს, საქართველოში შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოეს სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. საყდრის აღმოსავლეთით უცხოვრიათ წერუაშვილებს (აქედან მომდინარეობს საყდრის სახელწოდება), ხოლო დასავლეთით ყოფილა დასახლება აგარა, საიდანაც ბატონს ხალხი ახლანდელ დაბა აგარაში (ქარელის მუნიციპალიტეტი) გაუსახლებია.

აღწერილობა

ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: გაურკვეველია გეგმა, შემორჩენილია საძირკვლის კვალი და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი (სიგრძე 4,1 მ). ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადმოცემით საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, გადახურული ყოფილა კრამიტით. საყდრის ჩრდილოეთით აღმოჩნდა თიხის მილები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები