წახნაგია ღუღუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წახნაგია ღუღუნი − (1933 − 2017), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მეორე ჭოღაში (ჩხოროწყუ). მომავალი პოეტისთვის ანბანი დიაკვან ესტატე ქარჩავას უსწავლებია. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პირველი ჭოღის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობდა მეცხრე კლასამდე, შემდეგ კი − გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში. 1958 წელს იგი ჩაირიცხა გორის ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ღუღუნი აურჩევიათ ფილოლოგიის ფაკულტეტის გაზეთის რედაქტორად, ის ამ გაზეთს უძღვებოდა ინსტიტუტის დამთავრებამდე... მისი ლექსების პირველ კრებულს ჰქვია „უსასრულო გზა”. პოეტმა მთელი სიცოცხლე თავის მშობლიურ სოფელში გაატარა და ჩხოროწყუს მუნიცი პალიტეტის რესურსცენტრთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.


სამშობლო
სამშობლო მამის გული და
დედის თვალების მზერაა,
ღვთიური გაზაფხულიდან
შემორჩენილი კერაა!..
სამშობლო − რწმენის კედელი,
გაუტეხელი გულია,
ქართველი − ხმლების მჭედელი,
მშვიდობის მოყვარულია!
სამშობლო ხარობს ნაყოფით,
წარსული ერის ძეგლია,
ქართული მიწის გაყოფით
რომ ხმება, მუხის ნერგია!
სანამ ქართველი მზეს ხედავს,
სანამ მზეს ჰყოფნის ნათელი,
მტერი ვერაფერს გაბედავს,
− კვლავ ააცრემლებს ქართველი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები