წალკის ქვაბული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წალკის ქვაბული – ქვაბული სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ქციის ხეობაში, წალკისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. ქვაბულის ფსკერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1480-1800 მ სიმაღლეზე. ფაქტობრივად, წარმოადგენს პლატოს, რომლის ცენტრალურ ნაწილს ქვაბულის ფორმა აქვს, ამიტომ გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეს ოროგრაფიული ერთეული ორივე სახელითაა ცნობილი, როგორც წალკის პლატო და წალკის ქვაბული. ძირითადი მდინარეული არტერიაა ქცია, რომელსაც ერთვის შენაკადები: გუმბათი, ნარდევანი, ჭოჭიანი და სხვ. ქვაბულის ცენტრში მდებარეობს საქართველოში უდიდესი წალკის წყალსაცავი (33.7 კმ2). ქვაბულის ფარგლებში მრავლადაა ლავური ვოკლუზები. გაბატონებულია მთის მეორეული სტეპები.