ძირთული ჯარგვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძირთული ჯარგვალი

ძირთული ჯარგვალი – ძველებური საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა, კანგაცლილი, მაგრამ გაუთლელი ხეებით – ძელებით აგებული ერთსართულიანი, მოგრძო და ოთხკუთხა გეგმის მქონე სახლი, ყავრით მოფენილი ორფერდა სახურავით მომთავრებული ნაგებობა. მასში საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გაერთიანებული სახით იყო წარმოდგენილი.

აჭარის ალპურ ზონაში ბოლო დრომდე შემორჩენილი ძირთული ჯარგვალი, დაგეგმარების თვალსაზრისით, სამი განსხვავებული ფუნქციის მქონე სათავსად ნაწილდებოდა: სახლი (შინაჲ) – ძირითადი სამყოფი ოთახი, სადაც შუაცეცხლი იყო გამართული, სარძიე და ახორი. საინტერესოა, რომ თედო სახოკიას ძირთული ჯარგვალის აღწერილობაში სასტუმრო ოთახიც აქვს დასახელებული. ძირთული ჯარგვალი მიწის ზედაპირს ოდნავ აცილებული, ქვის ბინებზე გამართული ერთსართულიანი და ორქანობიანი იყო, სახურავად ყავარი გამოიყენებოდა, სადაც, ქანობის ერთ მხარეს, საფუტარი – კვამლის გასასვლელი იყო მოწყობილი. ნაგებობა ზემო აჭარის ალპური ზოლის საზაფხულო საძოვრებზე იყო გავრცელებული და საცხოვრებელი ნაგებობის ერთ-ერთ ადრეულ ტიპს წარმოადგენდა. მის საფუძველზე უნდა განვითარებულიყო ზედშედგმული – ორსართულიანი ჯარგვალი, შემდეგ კი ცნობილი აჭარული ორსართულიანი ფიცრული სახლი, რომელიც ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშადაა აღიარებული.



ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი, 1946:23;
  • ჩიტაია, 1947:155-156;
  • ადამია, 1956:39; რობაქიძე, 1960:98;
  • მგელაძე, 2009; ნიჟარაძე, 1971:410;
  • აჭარული დიალექტის... 2010:54.
  • შამილაძე, 1969:6;
  • გამყრელიძე, 1973:36.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები