ცემენტის შეკვრის ვადები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტის შეკვრის ვადები – დრო, რომელიც ჭირდება ცემენტის ცომის გამკვრივებას. განისაზღვრება სპეციალური ე.წ. ვიკას ხელსაწყოთი, რომელიც განსაზღვრავს მასალის მყარ სხეულად გარდაქმნის პროცესის დასაწყისსა და დასასრულს. სტანდარტის მოთხოვნაა, რომ 20°C ტემპერატურაზე შეკვრის დასაწყისი არ უნდა იყოს 45 წუთზე ნაკლები, დასასრული კი – 10 საათზე მეტი. ჩვეულებრივ ცემენტის შეკვრის დასაწყისია 1-2 სთ, ხოლო დასასრული – 6-8 სთ. ეს ვადები საკმარისია ბეტონის ნარევის მიღების, ტრანსპორტირებისა და ჩაწყობისათვის შეკვრის დაწყებამდე. შეკვრის ვადების რეგულირებისათვის ცემენტს უმატებენ თაბაშირს და სხვა ქიმიურ ნივთიერებას. მაგ., კალციუმის ქლორიდი აჩქარებს ჰიდრატაციას და შეკვრას. ცემენტის შეკვრის დაჩქარება ასევე შეიძლება დაფქვის სიწმინდისა და სამკალციუმიანი ალუმინატის რაოდენობის მატებით, გარემოს ტემპერატურის გაზრდით. ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (სულფიდსაფუარის დურდო, ასიდოლი და სხვ.) ან სპეციალური ქიმიური მაყოვნებელი ანელებს შეკვრას. შეკვრის ვადა მცირდება ტემპერატურის მატებითა და ცემენტის ცომის წყალცემენტის ფარდობის შემცირებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები