ჩინეთ-ნეპალის ხელშეკრულებები და შეთანხმება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-ნეპალის ხელშეკრულებები და შეთანხმება

სარჩევი

1956 წლის შეთანხმება ჩინეთსა და ნეპალს შორის მეგობრული ურთიერთობების, ტიბეტსა და ნეპალს შორის ვაჭრობისა და ურთიერთკავშირის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 20 სექტემბერს კატმანდუში, დაიდო 8 წლის ვადით, შემდგომში მისი გაგრძელების შესაძლებლობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი („პანჩა შილა“) მათი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძველს წარმოადგენს და რომ მომავალში მშვიდობა და მეგობრობა მათ შორის შენარჩუნებული იქნება. ყველა ხელშეკრულება და დოკუმენტი, რომელიც არსებობდა ჩინეთსა და ნეპალს შორის, აგრეთვე დამოუკიდებელ ტიბეტსა და ნეპალს შორის, ანულირებულად გამოცხადდა, შეთანხმების მიხედვით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩინეთისა და ნეპალის გარკვეულ რაიონებში ევაჭრათ, ემოგზაურათ და მოსალოცად წასულიყვნენ. დადგენილ იქნა სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებელთა, ვაჭართა, მლოცველთა ღა სხვათა მიერ საზღვრის გადაკვეთის პრინციპი. ჩინეთის მთავრობა დათანხმდა შიგაძეში, კიერონგსა და ნიალამში ნეპალის სავაჭრო წარმომადგენლობების შექმნაზე, ხოლო ნეპალის მთავრობა – იმდენივე სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნაზე, თავის ტერიტორიაზე. იმავე დღეს ნეპალში, ჩინეთის ელჩსა და ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ნოტების გაცვლის გზით მიღწეულ იქნა შეთანხმება გენერალური საკონსულოების გახსნის შესახებ (ნეპალისა – ლჰასაში, ხოლო ჩინეთისა – კატმანდუში), აგრეთვე ლჰასიდან და ტიბეტის სხვა ადგილებიდან ნეპალის სამხედრო ესკორტების გამოყვანის შესახებ.

1960 ხელშეკრულება მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 28 აპრილს კატმანდუში. დაიდო 10 წლის ვადით. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმ შემთხვევაში, თუკი ვადის გასვლამდე 1 წლით ადრე რომელიმე მხარე მის დენონსირებას არ მოახდენს.

1961 ხელშეკრულება საზღვრის შესახებ

ხელმოწერილ იქნა პეკინში 5 ოქტომბერს. შემუშავებულია 1960 წლის 21 მარტის შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა, ემყარებოდნენ რა ტრადიციულად არსებულ სასაზღვრო ხაზს, ადგილზე ერთობლივად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები და შეთანხმდნენ ორ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო ხაზის გავლების შესახებ. ხელშეკრულება შეიცავდა საზღვრის აღწერილობას. იმ მონაკვეთებზე, სადაც, საზღვარი მდინარეზე გადის, სასაზღვრო ხაზად მიიჩნევა კალაპოტის შუა ხაზი. მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლის შემთხვევაში საზღვარი უცვლელი რჩებოდა, თუკი საზღვრის ცვლილებების შესახებ მხარეები არ შეთანხმდებოდნენ. გადაწყდა, რომ საზღვრის საკითხის შემსწავლელი ერთობლივი კომისია ხელშეკრულების დამატების სახით შეადგენდა, ოქმს, რომელშიც მითითებული იქნებოდა სასაზღვრო ხაზი და სასაზღვრო ნიშნები (ოქმს ხელი მოაწერეს 1963 წლის 20 იანვარს), 1979 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილ იქნა ახალი ოქმში ჩინეთ-ნეპალის საზღვრის შესახებ, რომელიც არ გამოქვეყნებულა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები