ჩაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაფი

ჩაფი - ღვინისა და წყლის სათავსი, თიხის მოზრდილი ჭურჭელი. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩაფი, ხელჩაფი, ჩაფურა და ქუთათური - ძველად, საღვინე ჭურჭელად ითვლებოდა. ჩაფი 10-15 ლიტრს იტევს, ხელჩაფა, ჩაფურა და ქუთათურის ტევადობა 2-3 ლიტრა.

დასახელებული ჭურჭლები ფორმით ერთსახოვანია, ტევადობით განსხვავებული. სითხის მოსაკავებელი თიხის ჭურჭელთა შორის ჩაფი ყელისა და პირის მოყვანილობით განსხვავდება. რაჭაში ღვინის საწყაო ჩაფს „მენახევრეს“ უწოდებენ. ბოლო ხანებში „მენახევრეს“ ცვლის ტერმინი „ფუთიანი“, რაც საწყაოს ახალი ზომის გამომხატველია. ჩაფი რაჭაში იმერეთიდან შეჰქონდათ, მას ზემო რაჭის სოფლებშიც (შეუბანი, სომიწო) ამზადებდნენ, თუმც მომხარებელი იმერულ ნაკეთობას ამჯობინებდა. სამთავროში აღმოჩენილ კერამიკულ ნივთთა შორის გვხვდება ჩაფის ანალოგიური სახის ჭურჭელი.


ლიტერატურა

  • * ლ. ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში, 1974.
  • ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974.
  • გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები