ჩასარბენი ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩასარბენი ციხე - კოშკი, მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერეთის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით
აღწერილობა
კოშკი ცილინდრულია (გარე დიამეტრი 9,8 მ, სიმაღლე 8,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია, შემორჩენილია ორი სართული. ინტერიერში, კედლებიდან აქა-იქ ქვებია ამოვარდნილი. ყველა სართულს კარი სამხრეთით ერთ ხაზზე აქვს, კედლებში ბუხარი და ღრმა ნიშებია ორმაგი სართულებით. სართულები გადახურულია კონუსური გუმბათით. გუმბათის ძირში კვეთით ოდნავ ზევით მიმართული სარკმლებია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთის კედელში დატანებული კიბით.