შირდანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შირდან-ი (ბალყ.-ყარაჩ. – Шырдан) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ცბიერი პერსონაჟი (ანტიგმირი), ნართების ანტაგონისტი, ბოროტების საწყისის განსახიერება.
სირდონისაგან განსხვავებით, რომელიც ოსურ ნართულ თქმულებებში ტრიკსტერის როლს თამაშობს (ნართებს ხან უბედურებას სწევს და ხანაც ეხმარება), შირდანი მხოლოდ ბოროტებას სჩადის. შირდანის პერსონაჟის საკითხი ძალზე რთული საკვლევია, რადგან მისი სახე სხვა გმირის (გილჲახსირთანის) სახესთანაა შერწყმული.
ლიტერატურა
- Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
- Джуртубаев М. Ч. Происхождение карачаево-балкарского и осетинского народов. Нальчик, 2010;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.