შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში) – მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში ყველა წყლები:

  • მდინარეები;
  • ტბები;
  • არხები;
  • წყალსაცავები და სხვა.

შიდა წყლებად ითვლება, აგრეთვე, შიდა ზღვები, რომლებსაც ყოველი მხრიდან გარს აკრავს ხმელეთი, რომელიც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს; საზღვაო სივრცე ნაპირსა და სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების საწყის ხაზს შორის, მათ შორის – ნავსადგურების, ყურეების წყლები (რომელთა შესვლის სიგანეა არა უმეტეს 24 საღვაო მილი – 44,4 კმ, ხოლო “ისტორიული ყურეების” შემთხვევაში უფრო მეტიც).

უცხოეთის არასამხედრო გემებს და სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ შევიდნენ შიდა წყლებში მოცემული სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ეს ეხება აგრეთვე თვითმფრინავების ფრენას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები