შეიდიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეიდიში

შეიდიში - ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი აბრეშუმეულობა (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში).

შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი სირმის ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია - „ბაბთა“ (კახეთი). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.

ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა, ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX ს. და XX ს. დასაწყისი, 1967. ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები