შაბროლი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ შაბროლი

კლოდ შაბროლი – (1930–2010) – ფრანგი კინორეჟისორი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი. როგორც მისი კოლეგები და თანამედროვები – გოდარი, ტრიუფო, რომერი, რივეტი, ისიც კრიტიკოსად მუშაობდა გავლენიან კინოჟურნალში „კაიე დიუ სინემა“, რის შემდეგაც დაიწყო კინორეჟისორის კარიერა.

ახალი ტალღის ჩარჩოებში ზოგჯერ „მეინსთრიმის“ წარმომადგენლად წოდებული შაბროლი რჩებოდა ერთ-ერთ ნაყოფიერ და პოპულარულ რეჟისორად მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში.


ფილმოგრაფია:

  • 1958 – „კოხტა სერჟი“
  • 1959 – „ბიძაშვილები“
  • 1963 – „ლანდრიუ“
  • 1969 – „დაე მოკვდეს მხეცი“
  • 1969 – „ყასაბი“
  • 1970 – „განხეთქილება“
  • 1973 – „სისხლიანი ქორწილი“
  • 1978 – „ვიოლეტა ნოზიერი“
  • 1986 – „ინსპექტორი ლავარდენი“
  • 1988 – „ქალთა საქმე“
  • 1990 – „მშვიდი დღეები კლიშიში“
  • 1995 – „ცერემონია“
  • 1997 – „ფსონი ჩასულია“
  • 2000 – „მადლობა შოკოლადისთვის“
  • 2002 – „ბოროტების ყვავილი“
  • 2009 – „ბელამი“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1958 – „კოხტა სერჟი“ (ლოკარნოს სკფ. პრიზი „ვერცხლის აფრა“ საუკეთესო რეჟისორს; ჟან ვიგოს პრიზი საუკეთესო ფილმს)
  • 1959 – „ბიძაშვილები“ (ბერლინის სკფ. „ოქროს დათვი“)
  • 1973 – „სისხლიანი ქორწილი“ (ბერლინის სკფ. ფიპრესის პრიზი)
  • 1988 – „ქალთა საქმე“ (ვენეციის სკფ. კრიტიკის სპეციალური პრიზი; ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი საუკეთესო უცხოურ ფილმს; ბოგოტას სკფ. პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)
  • 1996 – „ცერემონია“ (ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი საუკეთესო უცხოურ ფილმს)
  • 1997 – „ფსონი ჩასულია“ (სან-სებასტიანის სკფ. „ოქროს ნიჟარა“ საუკეთესო ფილმისთვის, „ვერცხლის ნიჟარა“ საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 2000 – „მადლობა შოკოლადისთვის“ (ლუი დელიუკის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2003 – ევროპული კინოპრემია მთელი კარიერის განმავლობაში მიღწევებისთვის.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები