ყურღაყ თოი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურღაყ თოჲ (ბალყ.-ყარაჩ. Къургъакъ той – „მშრალი ზეიმი“) – ახალგაზრდული საწესო თამაში, რომელიც ღამით რომელიმე სოფელში ახლობელთან მოულოდნელი სტუმრობის დროს იმართებოდა. სტუმრებს შორის აუცილებლად იყო ე. წ. თექე (теке – „თხა“) – თხის ნიღბიანი მოთამაშე, რის გამოც მათ სტუმრობას ყველა ოჯახი ისურვებდა. მასპინძლები მოსულთათვის ახალგაზრდულ ცეკვა-თამაშს, თეატრალურ წარმოდგენას და სხვ. აწყობდა. სტუმრებს სოფელი დილაადრიან უნდა დაეტოვებინათ.



ლიტერატურა

Боташева З. Б. Народный театр //Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები