ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება - ეპიზოდი ლუკა სახარებიდან.

„და მეექვსე თვეს მოვლენილ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღვთის მიერ გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დაწინდული იყო ქმართან, რომლის სახელი იყო იოსები, დავითის სახლიდან, და სახელი ქალწულისა – მარიამი. და შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთან არის; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ხოლო მან, როცა იხილა, შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ფიქრობდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა? და უთხრა ანგელოზმა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღვთის წინაშე, და აჰა, მუცლადიღებ და შობ ძეს და უწოდებ მის სახელს, იესოს. იგი იქნება დიდი და ძე მაღლისა ეწოდება და მისცემს მას უფალი ღმერთი დავითის, მისი მამის ტახტს, და იმეფებს იაკობის სახლზე საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. და უთხრა მარიამმა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, რადგან მამაკაცი არ ვიცი? და მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სულიწმინდა გადმოვა შენზე და ძალი მაღლისა დაგფარავს შენ; ამიტომ შობილსაც წმიდა ეწოდება, ძე მაღლისა. და აჰა, ელისაბედი, ნათესავი შენი, მანაც მუცლადიღო ძე თავის სიბერეში და მეექვსე თვეა იმისი, რომელსაც ერქვა ბერწი, რადგან არ არის შეუძლებელი ღვთისათვის არც ერთი სიტყვა. და უთხრა მარიამმა: აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისამებრ შენისა. და წავიდა მისგან ანგელოზი“ (ლუკა, 1:26-38).

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები