ყველიერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველიერი — საეკლესიო ხალხური დღესასწაული; გრძელდებოდა ერთ კვირას და წინ უსწრებდა აღდგომის საგაზაფხულო მარხვას (დიდ მარხვას).

ყველიერის კვირაში ძველთაგანვე ეწყობოდა დიდი სადღესასწაულო სახალხო სანახაობები ბერიკაობა და ყეენობა. კვირის ყოველ დღეს იმართებოდა ზამთრის გაცილების და ახალი სამეურნეო წლის შეგებების რიტუალი. ყველიერის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულები სრულყოფილი სახით სვანეთშია შემონახული, სადაც მურყვამობა-კვირიაობის სახელით იმართებოდა დღესასწაულების რვამუხლიანი ციკლი, დღესასწაულის ეს მწკრივი სრულდებოდა თოვლის კოშკის – მურყვამის აგებით და რიტუალური დანგრევით.

ყველიერის ციკლის ზოგიერთი ელემენტი უძველესი მიწათმოქმედი ხალხების მისტერიათა გადმონაშთად ითვლება.

ყველიერის დღესასწაული განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში და იმართებოდა საერთო-სახალხო კარნავალის სახით. სლავები ამ დღესასწაულს „მასლენიცას“ ეძახდნენ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები