ქურო (სამოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქურო

ქურო - ორივე ხელის საერთო სათბილობელი. მზადდებოდა როგორც ქსოვილისაგან, ასევე შინაური საქონლის ტყავისგან და ცხოველის ძვირფასი ბეწვისგან. მისი უცხოური სინონიმია „მუფტა“.

თუში ქალის ჯუბის სახელოს მართკუთხა ფორმის შალის ან მაუდის ქსოვილისაგან დამზადებული ასეთი ქუროს ზედაპირი შემკული იყო ფერადი ხაზოვანი აპლიკაციებით.




წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები