ქუმსიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ქუმსიაშვილი

ქუმსიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე - (1891, სოფ. ორხევი - 20.IX.1942) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

დაწყებითი განათლება თიანეთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გააგრძელა. მოგვიანებით საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი ხდება, 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ბრძოლით შეხვდა, თუმცა მარცხის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია. ოკუპაციის შემდეგ ახალი ცხოვრებისეული არჩევანი გააკეთა და სასწავლებლად თბილისის კონსერვატორიაში შევიდა. 1924 მას საქართელოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები