ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესხიშვილის თეატრი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქალაქ ქუთაისში.

ისტორია

1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გ. ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში.

1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი.

1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

თეატრის არქიტექტურა

1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა. ნაგებობა გეგმაში ოვალურია, რომლის ოთხივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელებია მოწყობილი. მთავარ შესასვლელში ოთხი შეწყვილებული სვეტი და პორტიკია. მაყურებელთა დარბაზი წრის სამ მეოთხედს იკავებს. მასთანაა დაკავშირებული სხვადასხვა დანიშნულების ოთახები. ამდენად თეატრის გეგმაში გათვალისწინებულია სასურველი პირობების შექმნა მისი ფუნქიონირებისათვის. ფოიეების, ვესტიბიულების, მაყურებელთა დარბაზის მორთულობა საზეიმო ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით გამოიყოფა სვეტების და პლაფონის დამუშავება. მაყურებელთა დარბაზში კედლები დაფარულია ორნამენტული ნახატით. ჭერის ცენტრალური არე ასევე მოხატულია. ამდენად ეს ყველა მორთულობის ელემენტები მიუთითებენ მისწრაფებაზე შეიქმნას პომპეზური, საზეიმო ხასიათის ნაგებობა, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა მორთულობის ელემენტები.

2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი.

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისუნიკალური არქიტექტურული ნაგებობას, 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2009-2013 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის მსახიობების: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის, ერემია სვანაძის, ნათელა საღარაძისა და ლამარა ვაშაკიძის სახელობითი ვარსკვლავები. ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. მის ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილელთა ახალი თაობა.

წყარო

  • სტალინური პერიოდის საქართველოს თეატრალური ნაგებობები ავტ, მზეონა ჩხეიძე
  • ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალური საიტი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები