ქრონიკული ფარინგიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქრონიკული ფარინგიტი — ხახის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისი ლორწოვანი გარსი შესაძლოა დაზიანდეს სამი მიზეზის გამო:
- სასუნთქი გზების პათოლოგიები: უკანა რინორეა, ცხვირის ობსტრუქცია, რომელიც იწვევს პირით სუნთქვას და ამით ლორწოვანის გაშრობას;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები და აგრესიული აგენტები – ალკოჰოლი და რეფლუქს ეზოფაგიტი;
- ზოგადი მიზეზები, როგორიცაა: ალერგია და ლორწოვანზე განლაგებული ლიმფოიდური ქსოვილის ანთება;
მიზეზების მიხედვით, დათვალიერების დროს, კლინიკური ასპექტი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:
- — შეშუპებითი ფარინგიტი, ლორწოვანი გარსის შეშუპებით და ჰიპერემიით;
- — კატარალური ფარინგიტი ლორწოვანის ჰიპერსეკრეციით;
- — ჰიპერტროფიული ფარინგიტი, როდესაც ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია იწვევს, ჟელესმაგვარ და გამკვრივებულ სეკრეტთან ერთად, საგრძნობ შეშუპებას და სანათურის შევიწროებას;
- — ატროფიული ფარინგიტი, როდესაც ხახის უმეტეს ზედაპირზე ჩანს გათხელებული და განლეული ლორწოვანი გარსი;
ნებისმიერი ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებულია:
- — ანამნეზის შეკრებაზე;
- — დანამატი წიაღების და ცხვირის ღრუს დეტალურ დათვალიერებაზე;
- — უკანა რინორეის და ინფექციური სეკრეტის არსებობის აღმოჩენაზე;
- — გასტროენტეროლოგიური პრობლემის არსებობის გარკვევაზე, რადგანაც რეფლუქსის არსებობის დროს, კატარალური ფარინგიტების მკურნალობა უშედეგოა, თუ მიზეზი არ მოიხსნა. ეს მიზეზი ხშირად არც აწუხებს პაციენტს, რადგანაც ვერ გრძნობს მას;
ასეთი ფარინგიტების ადგილობრივი მკურნალობა ეტიოლოგიური ფაქტორების მოხსნის გარეშე, უშედეგოა.
NOTA BENE
|