ქრონიკული აშლილობები შიზოფრენიისთვის არასაკმარისი სიმპტომებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული აშლილობები შიზოფრენიისთვის არასაკმარისი სიმპტომებით - რთულ პრობლემას წარმოადგენს მდგომარეობები, რომელთაც ქრონიკული მიმდინარეობა აქვთ, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ შიზოფრენიის კრიტერიუმებს. მათში ოთხი ჯგუფია გაერთიანებული:

  1. პაციენტები, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სრული შიზოფრენიული სიმპტომატიკა, მაგრამ ამჟამად დიაგნოზისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი არ აღენიშნებათ. ეს შემთხვევები ICD-10-სა და DSM-IV-ში კლასიფიცირებულია, როგორც რეზიდუალური შიზოფრენია;
  2. პირები, რომლებიც ბავშვობიდან გამოირჩეოდნენ უცნაური ქცევით და ჰქონდათ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, დამოკიდებულებისა და დევნის იდეები, უცნაური მსჯელობა. გახანგრძლივებული მდგომარეობის დროს, DSM-IV-ში ასეთი შემთხვევები კლასიფიცირდება, როგორც პიროვნული აშლილობები (შიზოტიპური პიროვნული აშლილობა), ხოლო ICD-10-ში - როგორც შიზოფრენია (შიზოტიპური აშლილობა). ამ აშლილობის შიზოფრენიასთან მჭიდრო კავშირის გამო მას ხშირად ლატენტურ შიზოფრენიას უწოდებენ, ან შიზოფრენიის სპექტრის აშლილობად მიიჩნევენ.
  3. პირები, რომლებსაც აღენიშნებათ სოციალური იზოლაცია, უცნაური ქცევა, გასადავებული აფექტი, მოტივაციის ნაკლებობა, ხოლო პოზიტიური სიმპტომები არასდროს ჰქონიათ. ასეთი მდგომარეობების აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი იყო შემოთავაზებული, მათ შორის, მარტივი შიზოფრენია, შიზოიდური პიროვნული აშლილობა და ასპერგერის სინდრომი.
  4. და ბოლოს, კვლავ გამოვყოფთ ისეთ შემთხვევებს, რომელთა დროსაც სახეზეა მყარი ბოდვითი აშლილობები, მაგრამ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღინიშნება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები