შიზოფრენია რეზიდუალური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რეზიდუალური შიზოფრენია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიზოფრენია, რეზიდუალური - (F20.5), (schizophrenia, residual), შიზოფრენიის მიმდინარეობის ქრონიკული სტადია, რომელიც ერთი ან მეტი ფსიქოზური ეპიზოდის მქონე ადრეული სტადიის შემდგომ სტადიაში გადასვლისას აშკარა პროგრესირების შედეგია. იგი ხასიათდება ხანგრძლივი (მაგრამ შესაძლოა არა შეუქცევადი) ნეგატიური სიმპტომებით და ისეთი დარღვევებით, როგორიცაა:

  • ფსიქომოტორული განმუხრუჭება;
  • აქტივობის დაქვეითება;
  • ემოციების დაჩლუნგება;
  • პასიურობა და უინიციატივობა;
  • დარღვევები ნებით სფეროში;
  • მეტყველების რაოდენობრივი და თვისობრივი სიმწირე;
  • არავერბალური ურთიერთობების უკმარისობა;
  • საკუთარი თავის მოვლისა და სოციალური აქტივობის უნარ-ჩვევების შემცირება. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

რეზიდუალური შიზოფრენიის დიაგნოზი დაისმის მაშინ, როდესაც, სულ ცოტა, ერთი წლის მანძილზე, პაციენტს აღენიშნება მხოლოდ ნეგატიური სიმპტომები და პოზიტიური სიმპტომების რეციდივები არ აღინიშნება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სინონიმი

  • რეზიდუალური მდგომარეობა (შიზოფრენიული) Restzustand (schizophrenic)
  • შიზოფრენიული რეზიდუალური მდგომარეობა



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები