ქრისტესისხლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chadonia.PNG

ქრისტესისხლა - Chelidonium majus L.
ოჯახი - Papaveraceae - ყაყაჩოსებრთა
გვარი - Chelidonium L - ქრისტესისხლ
სახეობა - C majus L. - ქრისტესისხლა

ხევს. - სისხლა-ბალახი, ქიზ. – ყორის ყაყაჩო, რაჭ., ლეჩხ. — ცხენისოფა, აჭარ. — ქარცეცხლა, საყვითლო, ინგ. - სურსულაი-წამალ, მეგრ. - ნაწიფუ, ნაწიფი, ჯაში ზისხირი, სვან. – მაღფი მელილდ, ჭედიშ მელილ

ქრისტესისხლა მრავალწლოვანი 25-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, ყვითელი რძე-წვენით. ფოთლები თხელია, ქვემოდან უფრო მკრთალი, 5-7 სეგმენტად ფრთისებრ დაკვეთილი. ყვავილები ყვითელია, კენწრულ ქოლგის მსგავს მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი მოგრძო-ცილინდრული ერთბუდიანი ჭოტია, მომწიფებისას ორი საგდულით იხსნება. თესლი თანათესლითაა, ბადისებრ დაქსელილი, წვრილი, პრიალა; შავი ფერის. ყვ. V-VIII; ნაყ. VI-VIII.

ფართოდაა საქართველოს ბარში გავრცელებული. იზრდება გამეჩხრებულ ტყეებში, ბაღებში, კედლებზე, ყორეებზე. ღერო 30-90 სმ სიმაღლისაა, სწორმდგომი და დატოტვილი. ვისაც მოუწყვეტია ქრისტესისხლას ღერო, უსათუოდ შეამჩნევდა, რომ გადანაწყვეტიდან უხვად გადმოდის ნარინჯისფერი წვენი. ფოთლის ძარღვები რომ დავწყვიტოთ, აქედანაც კი გამოჟონავს ასეთივე სითხე. ქრისტესისხლას მთელი სხეული შეიცავს ასეთ ნარინჯისფერ, მწარე, შხამიან წვენს.

ქრისტქსისხლა

სამკურნალო ნედლეულს მიწისზედა ყლორტები წარმოადგენს, შეგროვილი ყვავილობის საწყის პერიოდში. შეიცავს ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ქარვის, ვაშლის), ეთერზეთებს, საპონინებს, ალკალოიდებს (კოპტიზინები, პროტოპინი, ქელიდონინი, სანგვინარინი და სხვ.), ქოლინს, ჰისტამინს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთი ერებებს, ფენოლკარბოლმჟავებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. ხასიათდება სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებებით. ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირ ჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები, კერძოდ ალკალოიდი ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს, ახდენს სპაზმოლიტურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე. შესაბამისად, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. მეორე ალკალოიდი ჰომოქელიდონინი აღმგზნები, კრუნჩხვის გამომწვევი და ტკივილგამაყუჩებელი (ანესთეზიურ) მოქმედებით გამოირჩევა. ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს. ქრისტესისხლას პრეპარატები გამოიყენება ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ან ტიმიკრობული დანიშნულებით; ახალგამოწურული წვენითა და დაქუც მაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება. ბალახის წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით – ტუჩებზე), წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლე როზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების შემთხვევებში, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ. ამ მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები აბრკოლებენ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას,გააჩნიათ ბაქტერიოსტატიკური მოქმედება კოხის ჩხირების მიმართ. ხალხურ მედიცინაში ტრადიციულად გამოიყენებოდა სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების სამკურნალოდ. მეცნიერულმა მედიცინამ დაამტკიცა მისი კიბოს საწინააღმდეგო და იმუნო¬ მოდულირებული მოქმედება (ბიძინაშვილი, 2016).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები