ქორიოპტესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქორიოპტესები – (Chorioptes; ბერძნ. chorion გარსი + koptein დაზიანება), ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Psoroptidae-ს ოჯახს, Acariformes-ის რაზმს. ტყავიჭამიები. ცხოველების ქორიოპტოზების აღმძვრელები.
სახეობები:
- Chorioptes bovis (ლათ. bos ხარი) – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის სხეულზე;
- Ch.equi (ლათ. equus ცხენი) – პარაზიტობს ცხენის სხეულზე;
- Ch.caprae (ლათ. capra თხა) – პარაზიტობს თხის სხეულზე;
- Ch.ovis (ლათ. ovis ცხვარი) – პარაზიტობს ცხვრის სხეულზე.