ქობულაშვილი ონანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქობულაშვილი ონანა – (1657 ან 1658-1728), პოეტი. კახეთის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. 1724 წ. როგორც ვახტანგ მეექვსის ამალის წევრი რუსეთს გაემგზავრა და იქ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. ჯერ ასტრახანში ცხოვრობდა, შემდეგ — მოსკოვში. ონანა მდივანმა გალექსა „ბარამგულიჯანიანი“ ანუ მცირე ბარამიანი, რომლის პროზაული ტექსტი და სპარსული დედანი უცნობია. გალექსა აგრეთვე „ქილილა და დამანას“ ვახტანგ მეექვსის მიერ პროზაულად გადმოღებული სპარსული ლექსების ბწკარედი, რაც მისთვის თვით ვახტანგს დავალებია. ონანა მდივნის ნამუშევარს ვახტანგის მოწონება დაუმსახურებია, ონანას უვარჯიშნია ანბანთქებათა გამოთქმებშიც. მას მიეკუთვნება 18 ანბანთქება, რომელთაც გარკვეული პოეტური ღირებულება აქვთ.


ტექსტი

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, 1949.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები