ქართული პარტია
ქართული პარტია - 1895 წელს თედო სახოკიას მიერ შექმნილი არალეგალურად მოქმედი ორგანიზაცია აფხაზეთში. რომლის წევრებიც უმთავრესად სასულიერო პირები იყვნენ. „ქართული პარტიის“ მიზანს აფხაზეთში რუსეთის კოლონიურ პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.
ქართული პარტიის მიზნები
ქართული პარტიის მოღვაწეობის მთავარი მიზნები საარქივო დოკუმენტების მიხედვით ასე განისაზღვრა:
1. ქართული ენის დაკანონება, როგორც აფხაზეთში ეკლესიაში, ისე საეკლესიო-სამრევლო და საერო სკოლებში. /1898 წლის 3 სექტემბერს რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის ბრძანებით აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე უნდა წარმოებულიყო/.
2. ქართული ენის, ქართული კულტურის მეშვეობით ქართული ეროვნული ცნობიერების გაღვიძება-განმტკიცება. /1998 წლის 17 მარტის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტონის ბრძანებით აფხაზეთსა და სამურზაყანოს სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება./
თედო სახოკიას „ქართული პარტიის საპროგრამო მოთხოვნა იყო აფხაზების აღზრდა ქართულ სკოლებში, აფხაზთა მრევლისთვის ღვთისმსახურების აღსრულება ქართულ ენაზე.
„ქართული პარტიის“ წევრები
- თედო სახოკია;
- ანთიმოზ ჯუღელი;
- ივანე გეგია;
- გრიგოლ კანდელაკი;
- ივანე ბურჭულაძე;
- ფარნა დავითაია;
- სპირიდონ ნორაკიძე;
- დეკანოზი დავით მაჭავარიანი;
- მღვდელი ბესარიონ ხელაია;
- მღვდელი ავქსენტი სახოკია;
- მღვდელი ივანე ჩხენკელი;
- აკაკი ჩხენკელი.
წყარო
- სილაგაძე, აპოლონ საქართველოს განუყოფლობისათვის ბრძოლის ისტორიიდან / [რედ.: ვალერიან მაჭარაძე. - თბ.: სამშობლო, 1996. - 20 სმ. - პარალ. თავფ. რუს. ენ. ნაკვ.
- 2: თედო სახოკიას ქართული პარტია აფხაზეთში (1895-1904): ნარკვევი. დოკუმენტები. - 1999. - 168 გვ.