ქართული მონასტერი პალესტინაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული წარწერა

ქართული მონასტერი პალესტინაში – V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ ყუთის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით. ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტრის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. მანვე 1955 წელს იერუსალიმში გამოსცა წიგნი „სიიარ ალღანამის (მწყემსთა მიმდევრის) გათხრები და შემორაგენის მონასტრები“, რომელშიც მოათავსეს მიხეილ თარხნიშვილის ნარკვევი მონასტრის ქართული მოზაიკურ წარწერათა შესახებ.

მონასტერი წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობათა კომპლექსს, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან ეკლესია ერთვის. ეკლესიის სამხრეთით მოთავსებული ყოფილა ეგვტერი, რომლის იატაკი, ისე როგორც თვით ეკლესიისა, მოზაიკით ყოფილა მოჭედილი. ეკლესიას შიდა ეზოსთან და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაგებობებთან აკავშირებდა თეთრი კენჭებით მოჭედილი მოედანი, საიდანაც შესასვლელი იყო სატრაპეზოში. სატრაპეზოს იატაკიც მოზაიკითაა მოფენილი, რომელსაც ოთახის მთელი ფართობი უჭირავს და ახლაც კარგადაა შენახული. ცენტრალური არე წარმოადგენს ჩარჩოში ჩასმულ გეომეტრიული მოტივების მშვენიერ წნულს, შესრულებულს სხვადასხვა ფერით: თეთრი, ვარდისფერი, შავი, ცისფერი, მწვანე კენჭებით. მონასტრის თითქმის ყველა სათავსი მოფენილია მოზაიკის ფრაგმენტებითა და ფერადოვანი წნულებით. ფართობი შემოფარგლულია შვიდწყება ბორდიურით, რომელიც გამოჰყოფს თეთრი მოზაიკის წნულებს დიაგონალში. აღმოსავლეთ ნაწილში, მოზაიკის ფართობის ცენტრალური ღერძის გარეთ თეთრი წნულის დიაგონალზე, მოთავსებულია დიდი წარწერა, ჩასმული სახელურებიან ჩარჩოში. წარწერის სიმაღლე, მოზაიკის წნულის ჩათვლით 81,5 სმ-ია. ითვლება, რომ ბირ ელ ყუთის მონასტერში აღმოჩენილი ეს ქართული წარწერა უძველესია ქართულ წარწერებს შორის სამონასტრო კომპლექსი დამშვენებული ყოფილა სვეტებითა და [[პილასტრი|პილასტრებით. საშენ მასალად, ნაწილობრივ, ადგილობრივი ქვებია გამოყენებული, ხოლო ნაწილი მასალისა აღებულია ბეთლემის კონსტანტინესეული ძველი ბაზილიკის ნანგრევებიდან, რომელმაც მკვლევარებს საშუალება მისცა დაედგინათ მონასტრის აგების თარიღი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები