ქართული ბიბლიოთეკა (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ბიბლიოთეკა — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1883 წ. ქუთაისში. რედაქტორ-გამომცემელი — ეკატერინე ლორთქიფანიძე თანამშრომლობდნენ: ე. ყიფიანი-ლორთქიფანიჰე, ა. მესხი, ა. და ე. ნიკოლაძეები, ა. ბაქრაძე… ჟურნალი მიზნად ისახავდა თარგმნილი ლიტერატურის მეშვეობით მკითხველებში კეთილშობილური გრძნობების გაღვივებას და მაღალი იდეალების განსახორციელებლად მათს დარაზმვას. ჟურნალში გამოქვეყნდა ჟ. მოლიერის, ვ. ჰიუგოს, ჰ. სენკევიჩის, ევგ. ტურის, ე. პირსის ნაწარმოებები, უმეტესად ისეთი თხზულებები, რომელთა მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რაც განპირობებული იყო რედაქციის ჩანაფიქრით — წარმოეჩინა ქალი როგორც მამაკაცის თანასწორი, მამულის მოყვარე, დიდი საქმეებისთვის თავდადებული. ჟურნალი ცდილობდა ხელი შეეწყო ქალთა ემანსიპაციისთვის.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები