ფუნაგისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნაგისის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ფერდობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლწსია დარბაზულია (7,1X4,8 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. წყობაში ურევია რიყის ქვა და აგური. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან კარის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, შიგნიდან კარს 2,15 მ სიგრძის არქიტრავის გათლილი ქვა ადევს. ნახევარწრიული აფსიდის კონქი გაბრტყელებულია. მას მარტივ კონსოლებზე დაყრდნობილი ასეთივე ფორმის სატრიუმფო თაღი აქვს. ნახევარწრიული კამარით გადახურული დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა (გაირჩევა ფერადი ლაქები).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები