ფულის მიწოდების რეგულირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულის მიწოდების რეგულირება - (regulation of money supply), სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეს ფუნქცია ძირითადად ცენტრალურ ბანკს აკისრია, რომელსაც ეკუთვნის პრიორიტეტული როლი მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის რაოდენობის განსაზღვრასა და ფულის ბაზრის ფორმირებაში. ამასთან, ამ პროცესში მთელი საბანკო სისტემა მონაწილეობს. მიმოქცევაში ფულადი მასის გაკონტროლებისათვის ცენტრალური ბანკი იყენებს ისეთ ძირითად რეგულატორებს, როგორიცაა: ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთი, სავალდებულო რეზერვების ნორმა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულებათა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები. ცენტრალური ბანკი ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთისა და სავალდებულო რეზერვების ნორმის რეგულირებით, არაპირდაპირი გზით ზემოქმედებს ფულად მიმოქცევაზე, ხოლო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციებით უშუალო გავლენას ახდენს მასზე.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები