ფუგა (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუგა – (ლათ. Fuga „გაქცევა, დარტყმა, შეხება“), რთული, მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოები, პოლიფონიის უმაღლესი ფორმა, რომელიც ემყარება ერთიდაიგივე თემის გატარებას სხვადასხვა ხმაში. ფუგა ჩამოყალიბდა XVI–XVII საუკუნეებში წინამორბედი პოლიფონიური ფორმების (მოტეტი, რიჩერკარი, კანცონა) საფუძველზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა XVIII საუკუნის I ნახევარში ბახის და ჰენდელის შემოქმედებაში. ფუგა, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოების, ისე ინსტრუმენტული ციკლების ერთ-ერთი ნაწილის სახით, გამოიყენება თანამედროვე მუსიკაშიც. არსებობს ფუგები მარტივი (აგებული ერთ თემაზე) და რთული (ორმაგი – 2 თემაზე, სამმაგი – 3 თემაზე და ა. შ.). ფუგებს ანსხვავებენ აგრეთვე ხმათა რაოდენობის მიხედვითაც.

მცირე ფუგას ფუგეტა ეწოდება.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები