ფსიქოაქტიური საშუალება ან ნივთიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოაქტიური საშუალება ან ნივთიერება - (psychoactive drug or substance), ნივთიერება, რომელიც, გამოყენების შემთხვევაში, მოქმედებს ფსიქიკურ პროცესებზე, მაგ., კოგნიტიურ ან აფექტურ სფეროებზე. აღნიშნული ტერმინი და მისი ეკვივალენტი (ფსიქოტროპული საშუალება) ყველაზე ნეიტრალური და მრავლისმომცველი ტერმინია იმ კლასის ნივთიერებათა გამოსახატავად, რომლებიც ფსიქოაქტიური სამკურნალწამლო ნივთიერებების მიმართ პოლიტიკის ინტერესს წარმოადგენენ. „ფსიქოაქტიური“ არ გულისხმობს დამოკიდებულების გარდაუვალ გაჩენას და ყოველდღიურ ცხოვრებაში აღნიშნული ტერმინი რჩება ბოლომდე დაუზუსტებლად, „ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების“ ან „ნივთიერების მავნედ მოხმარების“ მსგავსად (ფსიქოაქტიური საშუალება)

აღწერილი ტერმინების დადებითი თუ უარყოფითი შინაარსობრივი დატვირთვის შესახებ, KCL-თან და ანალოგიურ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით, კულტურულ-პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა ევროპასა და ინგლისურენოვან ქვეყნებში XX საუკუნის 60-70-იან წლებში. ტერმინები „ფსიქომიმეტიკი“ და „ჰალუცინოგენი“ (უკანასკნელი გახდა ამ ჯგუფის ფსიქოაქტიური საშუალებების ზოგადად მიღებული დასახელება) უარყოფითი მნიშვნელობის იყო, ხოლო „ფსიქოდელიკს“ და „ფსიქოლიტიკს“ პოზიტიური ელფერი დაჰკრავდა. კერძოდ, ტერმინი „ფსიქოდელიკური“ გამოიყენებოდა ისეთივე ფართო მნიშვნელობით, როგორც „ფსიქოაქტიური“ (1981 წელს ჟურნალის დასახელებაში „ფსიქოდელიკური საშუალებების ჟურნალი“ სიტყვა „ფსიქოდელიკური“ შეცვლილი იყო სიტყვით „ფსიქოაქტიური“).

იხილე აგრეთვე

ფსიქოტროპული

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები