ჰალუცინოგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალუცინოგენი - (hallucinogen), ქიმიური აგენტი, რომელიც იწვევს ცვლილებებს აღქმაში, აზროვნებასა და აფექტურ სფეროში. კლინიკური სურათი მოგვაგონებს ფუნქციურ ფსიქოზებს, ამავე დროს, მეხსიერებისა და ორიენტაციის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომლებიც ხშირად გვხდება ორგანული ფსიქოზების შემთხვევაში, ადგილი არა აქვს.

აღნიშნული ნივთიერებებია: ლიზერგიდი (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი ლ.მ.დ.),. დიმეთილტრიფტამინი (დ.მ.ტ.). ფსილოციბინი, მესკალინი, ტენამფეტამინი (3, 4 მეთილენდიოქსიამფეტამინი მ.დ.ა.), 3, 4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მ.დ.მ.ა. ან „ექსტაზი“), ფენციკლიდინი ფ.ც.დ.

ჰალუცინოგენთა უმრავლესობას იღებენ ორალურად, თუმცა დიმეთილტრიპტამინს ეწევიან ან ყნოსავენ. ეს ნივთიერებები გამოიყენება ეპიზოდურად. იშვიათად ადგილი აქვს მათ ქრონიკულ მიღებას. მათი მოქმედება იწყება ნივთიერების მიღებიდან 20-30 წუთის განმავლობაში და აღინიშნება: გუგების გაფართოება, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერრეფლექსია და ფსიქოდელირიოზული ფაზა, (რომელიც მოიცავს ეიფორიასა და გუნებ-განწყობის შერეულ ფონს, აღქმის პათოლოგიას, მხედველობითი ხასიათის ილუზიების სახით, „მე“-სა და „არა-მე“-ს შორის საზღვრის წაშლას ხშირად კოსმიურ სამყაროსთან ერთიანობის განცდას). 4-5 საათის შემდეგ ხშირია მერყეობა ეიფორიასა და დისფორიას შორის. აღნიშნული შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულების იდეებისა და შინაგანი „მე-ს“ გაძლიერებული აღქმით.

ხშირად ჰალუცინოგენებით გამოწვეულ ტიპურ ჰალუცინაციებს ემატება მთელი რიგი „არასასურველი“ გამოვლინებებისა, როგორიცაა:

1. „ცუდი მოგზაურობა“ [bad trips];
2. აღქმითი პოსტჰალუცინოგენური დარღვევა – ფლეშბეკი;
3. ბოდვითი დარღვევები, რაც, როგორც წესი, თან სდევს „ცუდ მოგზაურობას“. ამ დროს აღქმის პათოლოგია პირს უკვე აღარ აღენიშნება, მაგრამ იგი დარწმუნებულია გადატანილი განცდების რეალობაში. ბოდვითი მდგომარეობა შესაძლებელია გაგრძელდეს 1-2 დღის განმავლობაში.
4. აფექტური დარღვევები, გუნებ-განწყობის ფონის დარღვევა გამოხატულია შფოთვით, განგაშით, დეპრესიით ან მანიით, რომელიც სწრაფად ჩნდება ჰალუცინოგენების მიღებისას და გრძელება 24 საათის განმავლობაში. ამ დროს პირს აქვს შეგრძნება, რომ ის ვეღარ დაუბრუნდება ნორმალურ მდგობარეობას და შიში, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებისას დაიზიანა თავის ტვინი.

ჰალუცინოგენები ფსიქიატრიაში გამოიყენებოდა ინსაიტ-თერაპიის დროს, მაგრამ ამჟამად მათი გამოყენება უაღრესად შეზღუდულია და, რიგ შემთხვევაში, აკრძალულია კანონმდებლობით.

სინონიმი

  • ფანტასტიკანტი
  • ფსიქოდისლეფსიური საშუალება
  • ფსიქომიმეტიკური საშუალება




იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები