ფრეგატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრეგატი - (ჰოლანდიური fregat, ფრანგული fregate), XVIII–XIX საუკუნეებში აფრიან სამხედრო ფლოტში სამანძიანი ხომალდი მძლავრი შეიარაღებით (60 ქვემეხი), რომლის მთავარი დანიშნულება იყო საზღვაო კომუნიკაციებზე მოქმედება.

II მსოფლიო ომში ფრეგატი ეწოდებოდა აშშ-ში აშენებულ საპატრულო (საესკორტო) ხომალდებს (წყალწყვა 1500 ტ-მდე).

თანამედროვე ფრეგატის წყალწყვა აღწევს 8000 ტ., სიჩქარე აღემატება 30 კვანძს (55,5 კმ/სთ), მისი დანიშნულებაა წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და განადგურება, ხომალდებისა და ტრანსპორტის (ნავსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო) დაცვა. არის დაახლოებით 50 სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები