ფორმულა „2+4“

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმულა „2+4“ – ხელშეკრულება გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების მოწესრიგებისათვის.

1990 წლის 14 თებერვალს ქ. ოტავაში (კანადა) გამართულ კონფერენციაზე „ღია ცა“. ორი გერმანული სახელმწიფოს და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული მოკავშირეების – საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეწარმოებინათ მოლაპარაკება ფორმულით „2+4“. 1990 წლის 5 მაისს ქ. ბონში დაწყებული მოლაპარაკების პროცესი დასრულდა 12 სექტემბერს მოსკოვში. ექვსი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით.

ხელშეკრულებით, ერთიანი გერმანია გფრ-ისა და გდრ-ის ტერიტორიებს, აგრეთვე ბერლინის ორივე ნაწილს მოიცავს. საბოლოოდ დადგინდა გაერთიანებული გერმანიის საზღვრები, განსაკუთრებით ოდერ-ნაისეს ხაზი. საზღვარი პოლონეთთან, გერმანულმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს, რომ ერთიანი გერმანია არასოდეს შეუქმნის საფრთხეს მშვიდობას. მათ განაცხადეს, რომ გაერთიანებული გერმანია შეუერთდება, როგორც უბირთვო სახელმწიფო, 1968 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე და 1990 წლის 30 აგვისტოს ვენის ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ. აგრეთვე ბუნდესვერის პირად შემადგენლობას 370.000 ჯარისკაცამდე შეამცირებს. ორმა გერმანულმა სახელმწიფომ და სსრკ-მა დაადასტურეს, რომ გაერთიანებულ გერმანიას და სსრკ-ს შორის დაიდება ხელშეკრულება საბჭოთა შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ გერმანიაში ყოფნის პირობების, ვადებისა და მათი გაყვანის თაობაზე 1994 დასრულებამდე. ხელშეკრულებით, გაუქმდა ოთხი სახელმწიფოს დარჩენილი კომპეტენცია გერმანიაზე და ბერლინზე. გაერთიანებულმა გერმანიამ სრული სუვერენიტეტი მოიპოვა. ამრიგად, საბოლოოდ დასრულდა ომისშემდგომი პერიოდი. 12 სექტემბრის ხელშეკრულებამ ფორმულით, „2+4“ გზა გაუხსნა გერმანიის გაერთიანებას, რომელიც 1990 წლის 3 ოქტომბერს განხორციელდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები