ფინკენშტაინის ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფინკენშტაინის ხელშეკრულება – საიდუმლო ხელშეკრულება, დადებული ფინკენშტაინის სასახლეში (საფრანგეთი) 1807 წლის 4 მაისს ნაპოლეონ I-სა და სპარსეთის შაჰ ბაბა-ხანს შორის.

ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი საქართველოს შეეხებოდა. საფრანგეთის იმპერატორი ცნობდა შაჰის „უფლებას” საქართველოზე და თვითონ იღებდა ვალდებულებას, აიძულებინა რუსეთი, ამ ქვეყნიდან გასულიყო. სხვა მუხლის თანახმად, ნაპოლეონი მიაწვდიდა სპარსეთს იარაღ-საჭურველს, ინსტრუქტორ-ინჟინრებს, შაჰი კი მოვალე იყო ინგლისელებისათვის ომი გამოეცხადებინა და ინდოეთს სალაშქროდ მომზადებულიყო. ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნაპოლეონმა სპარსეთში გაგზავნა 190 კაცისაგან შემდგარი მისია გენერალ გარლონის მეთაურობით, რომელიც თეირანს ჩავიდა 1807 წლის 24 დეკემბერს. მისიაში მრავლად იყვნენ მაღალკვალიფიციური დიპლომატები, სამხედრო საქმის სპეციალისტები, ტექნიკის ინჟინრები, მეცნიერები. მისია ანტირუსულ და ანტიინგლისურ საქმიანობას შეუდგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები