ფილიპე (ალფიერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფილიპე“ – იტალიელი დრამატურგის ვიტორიო ალფიერის ტრაგედია. ტრაგედია დაწერილია ესპანური ისტორიის სიუჟეტზე, მოგვიანებით „დონ კარლოსი“ გადაამუშავა შილერმა და მიუძღვნა მამის მიერ განწირულ პრინცს. ტრაგედიის მთავარი პრობლემა პოლიტიკურია. ფილიპე ნაჩვენებია ნამდვილ დესპოტად, ხისტ და ცბიერ ადამიანად, რომელსაც სძულს საკუთარი შვილი.

ფილიპი ამართლებს თავის პოლიტიკას სახელმწიფოებრივი ინტერესით, მაგრამ ალფიერი გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს სიკეთეში ფილიპი გულისხმობს პირად ინტერესს. ტირანი მარტოა, მას ახლავს შიშის და ეჭვიანობის ატმოსფერო. სამეფო კარის შეკრებაზე იგი ბრალს სდებს კარლოსს ღალატში და თვითმკვლელობის მცდელობაში. თავადებს ამოძრავებთ შიში, მხოლოდ პრინცის მეგობარი უარყოფს მის დანაშაულს. ფილიპის ფავორიტი − მისი შავი ზრახვების შემსრულებელი − მზად არის ღალატზე მეფის წყალობის სანაცვლოდ. მისი ინტრიგების მსხვერპლები ხდებიან კარლოსი და დედოფალი, რომლებიც თავს იკლავენ; ფილიპმა მიაღწია თავისას.

ალფიერი ცდილობდა დესპოტშიც ეჩვენებინა ადამიანი. კეთილი და ბოროტი საწყისების ბრძოლა, ადამიანურობის უეცარი გაელვება ტირანის გულში, ალფიერის სავსებით ბუნებრივ მოვლენად მიაჩნდა.

ლაშა ჩხარტიშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები